რუსეთის მოქალაქეობა 2019 წელს 360,000-მდე უცხოელმა, მათ შორის 130,000-ზე მეტმა უკრაინელმა, მიიღო

რუსეთის მოქალაქეობა 2019 წელს 360,000-მდე უცხოელმა მიიღო, - ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალენტინა კაზაკოვამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„იმ უცხოელების რაოდენობა , რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურთ, 2013 წლიდან იზრდება. შარშან რუსეთის მოქალაქე 270,000 ადამიანი გახდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 360,000-მდე გაიზარდა,“ - აღნიშნა კაზაკოვამ.

მისივე თქმით, იზრდება იმ უკრაინელების რაოდეობაც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა სურთ.

„წელს რუსეთის მოქალაქეოება 130,000-ზე მეტმა უკრაინელმა მიიღო, ამას რასაკვირველია, ფედერალურმა კანონმაც შეუწყო ხელი, რომელიც რუსეთის პრეზდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჰუმანიტარული ფაქტორის გათვალისწინებით ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროედურით მიანიჭოს,“- განმარტა კაზაკოვამ.

მისივე თქმით, ადამიანების უმეტესობა, რომლებამ რუსეთის პასპორტები მიიღეს, დსთ-ს ქვეყნებში ცხოვრობს. ამ კუთხით უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზე ყაზახეთი, მესამეზე კი -ტაჯიკეთია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა