დღეიდან 1-ელ თებერვლამდე „აიპლიუსის“ მომხმარებლები 50 დოლარის ღირებულების აპლიკაციებს უფასოდ მიიღებენ

13 დეკემბრიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე „აიპლიუსის“ მომხმარებლები 50 დოლარის ღირებულების აპლიკაციებს სრულიად უფასოდ მიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

მათი თქმით, კლიენტთან ურთიერთობა ყიდვის შემდგომ კი არ მთავრდება, არამედ იწყება. მომხმარებლებს, ვინც კონსოლები “აიპლიუსში” შეიძინეს, ნოემბერში 120 დოლარის ღირებულების აპლიკაციები უფასოდ მიიღეს. დეკემბრის თვეში “აიპლიუსის” პროგრამულ პაკეტს დაემატა 50 დოლარის ღირებულების აპლიკაციები.

კომპანიის ცნობით, პაკეტი შედგება 10 აპლიკაციისაგან და შეიცავს სამოგზაურო, გასართობ, სავარჯიშო, მუსიკალურ და ფოტო-ვიდეო სამონტაჟო აპლიკაციებს, რაც მომხმარებლებს ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარება. აღნიშნულ პროგრამულ პაკეტს უფასოდ იღებს ყველა ადამიანი, ვისაც „აიპლიუსში“ აქვს შეძენილი ნებისმიერი მოდელის აიფონი, იდენტიფიკაციისთვის კი საჭიროა მხოლოდ „აიპლიუსის“ საგარანტიო ბარათი. „აიპლიუსში” iPhone-ბის შეძენის შემდეგ მომხმარებლები სხვადასხვა ნოვაციური სერვისებით გარანტიის გასვლის შემდგომაც ისარგებლებენ და მუდმივად საქმის კურსში იქნებიან ყველა ნოვაციურ ცვლილებაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ძალიან სწრაფად გამოდის. როდესაც აიპლიუსში ყიდულობთ ტექნიკას, თქვენ ამავდროულად უფასოდ ღებულობთ შესაძლებლობებს გარანტიას და ცვლილებებს! მომხმარებლებს ვთხოვთ, რომ დეკემბრის და იანვრის თვეებში გვესტუმრონ „აიპლიუსის“ ნებისმიერ ფილიალში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საგარანტიო ფურცელთან ერთად და მიიღონ მათი კუთვნილი საჩუქარი. დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ Samsung-ის მომხმარებლებსაც, რომელსაც სულ მალე შეიტყობთ“, - აცხადებს პეკინის 11-ის ფილიალის მენეჯერი ირაკლი ჭანკვეტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა