ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განახლებული კოდექსი ამოქმედდა

მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განახლებული კოდექსი ამოქმედდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კოდექსით საჯარიმო სანქციებიც გათვალისწინებულია.

„უნებართვო მშენებლობა იწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. სამშენებლო/სანებართვო პირობების დამრღვევი I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 800 ლარის ოდენობით, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას კი, 4 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით - I ან II კლასის შენობა-ნაგებობის და 2 000 ლარის ოდენობით - III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.

საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის, ან დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მესაკუთრე 5 000 ლარით დაჯარიმდება. (ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამრღვევი 30 000 ლარით დაჯარიმდება. ყოველ განმეორებით დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ორმაგდება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ