პარლამენტში გუშინ გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერების გამო, რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა, რის გამოც პლენარული სხდომა გადაიდო

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერების გამო რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა.

აღნიშნულის გამო პლენარული სხდომა დღეს აღარ გაგრძელდება. ასევე გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენა იყო დაგეგმილი.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს