გიორგი გახარია -  ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და  დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდეგ ეს რომ გადაფარონ გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

„ ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და მე ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება , ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ,“-აცხადებს გახარია.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეცვლის შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, გახარია აცხადებს, რომ კანდიდატს ჯერ საპროკურორო საბჭო წარადგენს და მას ამტკიცებს პარლამენტი.

„ საქართველოს გენერალური პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო. არის საკმაოდ რთული, სრულად დემოკრატიული პროცესი გენერალური პროკურორის არჩევის , საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს,დაველოდოთ“,-განაცხადა გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს