გია ხუხაშვილი  მამუკა მდინარაძის განცხადებაზე  -  ჩნდება კითხვა, რა მოლოდინი აქვს ასეთ  ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების - ხელისუფლება  ცდილობს, თავის შიშების სამყაროში აცხოვროს მთელი ქვეყანა

რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ სერიოზული კრიზისის დროს ტარდება. ანუ, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ 2020 წელს რაღაც კრიზისი შეიქმნება, რომელიც იძულებულს გახდის ქვეყანას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანა თავის „შიშების სამყაროში აცხოვროს“

„ჩნდება კითხვა, რა მოლოდინი აქვს ასეთი ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების? იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ სერიოზული კრიზისის დროს ტარდება. ანუ, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ 2020 წელს შეიქმნება რაღაც კრიზისი, რომელიც იძულებულს გახდის ქვეყანას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. კრიზისი მხოლოდ ბუნებრივად ხდება - ე.ი. არჩევნებზე რაღაც ისეთის გაკეთებას აპირებენ, რაც არჩევნებს დაუკარგავს ლეგიტიმაციას და აქვთ მოლოდინი, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა გაჩნდება. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, როდესაც ხელისუფლებას წინასწარ ასეთი მოლოდინები აქვს და უნდა, რომ კონსტიტუცია ამ მოლოდინებს მოარგოს ისე, რომ თუ საჭიროება გახდა კიდევ იძალადოს. ხელისუფლება, ფაქტობრივად, ცდილობს, რომ თავის შიშების სამყაროში აცხოვროს მთელი ქვეყანა. თუ დავუშვათ ისინი აკეთებენ პროგნოზს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნება კრიზისი, იძულებული გავხდებით ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამ არჩევნებზე უნდათ, ისევ მაჟორიტარებით იძალადონ. ანუ, რიგგარეშე არჩევნებშიც რომ შანსი დაიტოვონ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივის მეორე მიზნად პოლიტოლოგი იმასაც ასახელებს, რომ მმართველ პარტიას „გერმანულ მოდელზე“ საუბარი არ სურს და ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნას ცდილობს.

„მათ არ უნდათ „გერმანულ მოდელზე“ საუბარი. მის ანტიკონსტიტუციურობას ვეღარ იძახიან, ამიტომ ცდილობენ, შექმნან საპირისპირო დღის წესრიგი და თან ცდილობენ, ეს სპექტაკლი წარმოაჩინონ როგორც ნატურალური ისტორია. საპირისპირო ის არის - თუ ამაზე არ დაკმაყოფილდებით, აი, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უარესი მიმართულებით წავიდეთ იმიტომ, რომ მაჟორიტარები ამას ითხოვენ. ამ დროს კრიზისი არის ქვეყანაში და ისინი გველაპარაკებიან შიდასახელისუფლებო ფსევდო-კრიზისზე და ამ ჭრილში უნდათ შექმნან დღის წესრიგი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ყველაფერი რაც ბოლო პერიოდში ხდება ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხელისუფლებას აქვს ძალაუფლების დაკარგვის შიში და ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ მექანიზმად განიხილავს მაჟორიტარულ არჩევნებს.

"სხვა ტიპის კონკურენტულ არჩევნებს ის არ ცნობს და ეშინია. აქედან გამომდინარე, ეს პროვინციული სპექტაკლი, რაც დაგვიდგეს მაჟორიტარების ე.წ ამბოხებასთან დაკავშირებით, ღიმილის მომგვრელია. ყველანაირ ზღვარს გადასცდნენ",-აცხადებს გია ხუხაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა