ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს  საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის თქმით, რადგან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ისინი მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მიმართავენ, რათა სოლიდარობა გამოხატონ.

თამილა ლაფანაშვილი მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა კვირას, 11:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ კვირას, 11:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან. თეთრი ხალათებით მშვიდობიანად დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ოჯახი მარტო არ ვართ. დაგვანახეთ ეს ჩვენ, ჩვენო ხელისუფლებავ და საერთაშორისო საზოგადოებავ.

მინდა, საქართველოს მივულოცო ხვალინდელი დღე, ის რომ ანბანის მიხედვით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გავხდით. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები. პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება და ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის