თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და „იდიოტებს“ უწოდებს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ "იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვას აპირებს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი თავის განცხადებაში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ღონისძებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველას არ „ეზეიმება“.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!