ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, ცინდაოს მასტერსის გამარჯვებული გახდა

ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, ცინდაოს მასტერსის გამარჯვებული გახდა.

14 დეკემბერს ლაშა ბექაური (90) ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს შეხვდა და იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სპორტსმენი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ძიუდოისტმა მოგვიანებით სოციალური ქსელიდან პოსტი წაშალა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს