ირაკლი კობახიძე - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი

ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც - ინტერესი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრების იძულების მიზნით, მოქალაქეებზე ზეწოლა ხორციელდება. კობახიძის თქმით, დასანანია, როდესაც მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადებები კეთდება.

„არავითარი არც ინტერესი და არც სურვილი იმის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს. ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მიჩვეული ვართ. როდესაც არც ერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს და მსგავსი განცხადება კეთდება, ეს ძალიან დასანანია. დასანანია, როდესაც ამას აკეთებს კონსტიტუციური თანამდებობის პირი,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა