ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, "ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ტვ პირველის" გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"ახლახანს დასრულდა პროცედურა. 154-ე მუხლით აღიძრა საქმე, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს. "ტვ პირველის" ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს", - აცხადებს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ღონისძიების დასრულების შემდეგ "ტვ პირველის" ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა