გია ვოლსკი - ვფიქრობ, რომ დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც მაგიდაზე დევს

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრამდე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი უნდა დაესწროს, დღეს კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართა. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები დიპლომატიურ კორპუსთან ცალკე შედგა.

"მე არ ვფიქრობ, რომ კონკრეტული წინადადება დღეს უნდა გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც მაგიდაზე დევს და ამის შემდეგ გარკვეული დრო არის საჭირო, რათა მხარეებმა ჩამოაყალიბონ თავის პოზიცია. თუმცა, ამ დილით უკვე შედგა რაღაც კონსულტაციები, რომელთა შედეგი ჯერ-ჯერობით არ ვიცი, მაგრამ ახლა მოლაპარაკებების პროცესია. ორივე მხარეს ჰქონდა კონსულტაციები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს