არჩილ თალაკვაძე - ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია - იმედი მაქვს, რომ ახსნის, თუ რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი

ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების, მითუმეტეს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გუშინდელი და დღევანდელი განცხადებები შეაფასა.

თალაკვაძე კუხიანიძის პოზიციას არ მიესალმება და იმედოვნებს, რომ საკრებულოს წევრი დამატებით განმარტებებს გააკეთებს და ახსნის, თუ რა იყო მისი განცხადებების საფუძველი.

“ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ამ უკანონო პატიმრობისგან. მისი ოჯახის წევრები აკეთებენ ყველაფერს და ეს ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, როდესაც ოჯახის წევრები ასეთ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებენ. ეს ოჯახის წევრების პოზიცია არ არის მხოლოდ მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებისთვის და ეს არ არის განცხადებები, რომ მხოლოდ თავისი ოჯახის წევრზე ზრუნავენ. ეს არის მთელი საზოგადოების რექცია, თუ ვინმეს ამაზე აქვს განსხვავებული რეაქცია, მე არ მივესალმები სხვა ინტერპრეტაციებს. ბატონი ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების მითუმეტეს ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ ის გააკეთებს დამატებით განმარტებებს და გარკვეულწილად ახსნის, თუ რა იყო მისი ამ ემოციური განცხადებების საფუძველი რასაც მე არ მივესალმები”,- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს