პრეზიდენტი - ჩემი გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ

ჩემი ის გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც რიტორიკაში იხმარება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც განმარტა მის მიერ რამდენიმე დღის წინ ჯართან დაკავშირებული განცხადება.

"ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ", - განმარტა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო