ნიკოლა სტერჯენი - არ შეიძლება, შოტლანდია დაპატიმრებული იყოს გაერთიანებულ სამეფოში, კარადაში ვერ გამოგვკეტავთ

არ შეიძლება, შოტლანდია საკუთარი ნების წინააღმდეგ დაპატიმრებული იყოს გაერთიანებულ სამეფოში, - ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტერჯენმა „ბიბისის“ განუცხადა.

მისივე თქმით, შოტლანდიის ნაციონალური პარტის წარმატება არჩევნებში მას ანიჭებს მანდატს, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

ნიკოლა სტერჯენმა ასევე აღნიშნა, რომ ბორის ჯონსონის უარი რეფერენდუმზე „ფუნდამეტურად არადემოკრატიულია“, ვინაიდან მან შოტლანდიაში სრული მარცხი განიცადა და 13 მანდატიდან 7 დაკარგა.

„მე მას პარასკევს ტელეფონით საუბრისას განვუცხადე, რომ სრულიად ცდება, თუკი რეფერენდუმზე უარი საკითხის დასრულება ჰგონია,“- განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა.

„არ შეგიძლიათ, შოტლანდია საკუთარი ნების წინააღმდეგ დატოვოთ კავშირში. არ შეგიძლიათ, კარადაში გამოგვკეტოთ, გასაღები დაატრიალოთ და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“- განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონისგან გამოყოფის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შოტლანდიის 59 მანდატიდან 48 მოიპოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა