საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

„ინფორმაცია გვქვს, რომ გორა ღარიბაშვილი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ე.წ. მესაზღვრეებმა ის ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს თუ ცხინვალის მილიციაში. იგივე ბრალდებით, გორა ღარიბაშვილი შარშანაც იყო დაკავებული და მაშინ ცხინვალში არ გადაუყვანიათ. ახალგორის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იყო მოთავსებული და მალევე გაათავისუფლეს. დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა გორა ღარიბაშვილი ქსნის ხეობიდან არის, მისი წინაპრების სასაფლაოებიც ოკუპირებულ ქსნის ხეობაშია დარჩენილი და ოჯახის წევრების თქმით, მოხუცს ხშირად აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა“, - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ქვემო ჭალაში სტეფანე მესროფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია