მიმდინარე კვირაში პარლამენტში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს მოუსმენენ

მიმდინარე კვირაში პარლამენტში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს მოუსმენენ. 18, 19 და 20 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ეკატერინე ტიკარაძის, ნათია თურნავასა და მიხეილ ჩხენკელის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში შედგება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რიგგარეშე პლენარული სხდომების ჩასატარებლად პრეზიდენტს შესაბამისი განცხადებით უახლოეს დღეებში მიმართავს.

20 დეკემბერს, რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა