ვახუშტი მენაბდე - უზენაეს სასამართლოში „კლანის“ წევრები დაინიშნენ - ველოდებით შალვა თადუმაძის დაწინაურებასაც

უზენაეს სასამართლოში დაინიშნენ „კლანის“ წევრები, მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები და ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატები, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ. მისივე განმარტებით, ამ ფონზე შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ არჩევა მოსალოდნელი იყო.

„ველოდებით მის დაწინაურებასაც, რაც შეეხება გუშინდელ სხდომას, ჩვენ ამ სხდომაზე დაკვირვებისა და დასწრების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ჩვენს წარმომადგენლებს კარები ცხვირწინ მიუხურეს და მიზეზად მოიყვანეს სხდომის დახურვის ინტერესი, რა ინტერესიც არ არსებობდა და ფაქტობრივად, პლენუმმა გააკეთა თვითნებური ინტერპრეტაცია კანონმდებლობის, რითაც მან ხელი შეუშალა და კიდევ უფრო გააღრმავა ის კონფლიქტი, რომელიც არსებობს საზოგადოებასა და სასამართლო სისტემას შორის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის შემცვლელის შერჩევის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და საპროკურორო საბჭოსა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ პროცესი გამჭირვალედ და სამართლიანად ჩაატარონ.

„მოვუწოდებ საპროკურორო საბჭოსა და შემდეგ უკვე ხელისუფლებას, რომ პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაატარონ. თუმცა განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამისი ობიექტური მოლოდინი და იმედი ნაკლებად გვაქვს“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს