აქციის მონაწილეებმა შსს-სთან წარწერები გააკეთეს - "ამ ცხოვრების დედაც!", "ნუ მომკლავ", "აბა დამიჭირე თუ შეგიძლია", „სისტემა კლავს“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას აპირებენ. ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, თუმცა ტერიტორიაზე კვლავ რჩება მოქალაქეეების ნაწილი.

აქციის მონაწილეები შსს-სთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. მათ ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერების ე.წ. "პულივიზატორებით" დაწერის შემდეგ, ერთგვარი ჯაჭვი სამანქანო სავალი გზის გასწვრივ, შსს-ს შენობის წინ გააკეთეს.

აქციის მონაწილეებმა ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერები: "ამ ცხოვრების დედაც!", "ამ სისტემის დედაც", "ამ რეჟიმის დედაც!", "ნუ მომკლავ", არ მომკლა", "აბა დამიჭირე თუ შეგიძლია" , "სისტემა კლავს" და ა.შ. გააკეთეს.

გიგა მაქარაშვილის თქმით, აქცია ხვალ დილითაც იგეგმება. მისივე თქმით,

აქციის მონაწილეთა ნაწილი კანცელარიასთან, ნაწილი პროკურატურასთან, სხვები კი სხვადასხვა უწყებებთან გადანაწილდებიან და წარწერებს გააკეთებენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია