პაატა იმნაძის ინფორმაციით, გრიპის სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, დაავადების შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება, თუმცა ეს მატება წინა წლებთან შედარებით ნაკლებია.

როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი.

“მეორე კვირაა მატება დაწყებულია. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან და შარშანწინ იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც ნაკლებია, გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანია B ტიპის ვირუსი და ცირკულირებს ასევე H3 და H1, თუმცა წამყვან ვირუსად რჩება რონოვირუსი, უფრო სურდოთი და მსუბუქად მიმდინარეობს. ასევე ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, ასევე ადენო და ენტეროვირუსები. შესალოა, ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს გართულება”,- განაცხადა იმნაძემ.

მან პრევენციის ზომებზეც ისაუბრა და რეკომენდაციები გასცა. მისი ინფორმაციით, რისკჯგუფებში მყოფი ადამიანებიდან უკვე 90 ათასი, ხოლო კერძო სექტორში 40 ათასი ადამიანი აიცრა.

იმნაძის რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია, ავადმყოფი ადამიანის სახლში დარჩენა, ხელების ხშირი დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება.

“90 ათასი ადამიანია აცრილი სახელმწიფო პროგრამით, ეს არის მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები. დაახლოებით 40 ათასი ადამიანია კერძო სექტორში. აცრა ყოველთვის შეიძლება.

რეკომენდაცია ის არის, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რომელიც მსუბუქ მდგომარეობაშია და დადის, არის გამავრცელებელი. ხელები ხშირად დავიბანოთ და მოვერიდოთ დახურულ სივრცეებში ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას”,- განაცხადა იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე