„ახალგაზრდა ადვოკატები“ 15 წლის მოზარდზე - საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც აკისრებს და აცხადებს, რომ არასრუწლოვანის საქმეში სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაგედიის თავიდან აცილება მომხდარიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემოწმებასთან ერთად, საჭიროა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას, ვინაიდან გაუგებარია, რატომ არ ესწრებოდა ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი არასრუწლოვანთა საპროცესო მოქმედებების განხორციელებას. სააგენტო ფაქტზე სდუმს, რაც დასახელებულ სამსახურს მორალური და სამართლებრივი არგუმენტებისთვის ყოველგვარ საფუძვლებს აცლის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ პასუხობს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესებს და კონკრეტული სოციალური მუშაკების მუშაობა და მოზარდებთან (ბავშვებთან) ურთიერთობის წესი დადგენილ სტანდარტებს ცდება. აღნიშნულზე მიუთითებს საერთო სასამართლოებში არსებული არაერთი საქმე და სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკული გამოვლინებები. ამასთან, ორგანიზაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტურ საჯარო დაწესებულებათა რიცხვში განიხილავს და სისტემის ძირეულ რეფორმას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსმევს იმ კარჩაკეტილობას, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, უწყება გადაქცეულია საბჭოური აზროვნების დაწესებულებად და აღნიშნული პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. ეს სიმართლეა და საზოგადოებისთვის უნდა ითქვას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აიღოს მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში სათანადო სპეციალისტების გამორიცხვაზე. მომხდარ ტრაგედიაზე რეალური პასუხისმგებლობა ყველა ინსტიტუციამ და დამნაშავე პირმა უნდა აგოს“,-აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე