ნათია თურნავა შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე - თავი უნდა შევიკავოთ მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებისგან

ყველა უწყება, ვისაც რაიმე შეხება აქვს მოზარდებთან, გადახედავს თავის პოლიტიკას და არსებულ პრობლემებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საკითხის პოლიტიზირებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

"პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, არა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ძალიან მიჭირს, როგორ შეიძლება მშობელს შეუმსუბუქო შვილის ასეთი ტრაგიკული დაკარგვა. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია და მეც, როგორც მთავრობის წევრი, როგორც დედა ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ლუკას გარდაცვალების გამო. ზოგადად, ეს არის პრობლემა, ამ პრობლემაზე ყველა სახელმწიფო უწყება თავ-თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფიქრობს და ზრუნავს, ვსაუბრობ მოზარდებთან ურთიერთობის პრობლემაზე. ყველა უწყება ვისაც რაიმე შეხება აქვს მოზარდებთან, გადახედავს თავის პოლიტიკას და არსებულ პრობლემებს. როგორც ვიცით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება პირველი შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა უწყება მიიღებს მონაწილეობას და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება მოზარდებთან ურთიერთობის პრაქტიკა და პოლიტიკა გავაუმჯობესოთ",- განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე: უნდა დადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი? თურნავამ უპასუხა: "თავი შევიკავოთ ამ საკითხის პოლიტიზირებისგან. მიმდინარეობს დამოუკიდებელი მოკვლევა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. თქვენ პროკურორი ბრძანდებით?!"- მიმართა თურნავამ ჟურნალისტს.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი