დავით ბეჟუაშვილის ფონდისა და ევროპული სკოლის მხარდაჭერით Educare Georgia საქართველოს რეგიონებში ონლაინ განათლების პოპულარიზაციას აგრძელებს

დავით ბეჟუაშვილის ფონდისა და „ევროპული სკოლის“ მხარდაჭერით Educare Georgia-მ რეგიონებში „ხანის აკადემიის“ code.org-ისა და სხვა რესურსების შესახებ გაცნობითი პრეზენტაციების ჩატარება დაიწყო.

„ხანის აკადემიის“ შესახებ პრეზენტაცია 19 ქალაქისა და სოფლის 102 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა. პრეზენტაციაზე სკოლების მოსწავლეები და ადმინისტრაცია „ხანის აკადემიის“ რესურსებისა და მისი გამოყენების გზების შესახებ იღებენ ინფორმაციას.

Educare Georgia-ს მიზანია, დავით ბეჟუაშვილის ფონდისა და ევროპის სკოლის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონების 300-მდე სკოლაში ინტერაქტიული პრეზენტაციების მეშვეობით გაავრცელოს როგორც გუნდის მიერ გაქართულებული პლატფორმები, ისე სხვა ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები.

დავით ბეჟუაშვილის ფონდისა და სხვა დონორების მხარდაჭერით გუნდმა უკვე გააქართულა მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმები, მათ შორის ფიზიკის სრული კურსი. ამ ეტაპზე კი მორიგ საგანმანათლებლო პროექტს ,,ევროპული სკოლაც“ შეურთდა.

ფონდი Educare Georgia საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. ხან აკადემია

ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, სრულიად უფასოდ ისწავლოს ისეთი საგნები, როგორიცაა მათემატიკა, პროგრამირება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ Educare Georgia-ს რეგიონულმა წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში ონლაინ განათლების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში უკვე ჩაატარეს ინტერაქციული პრეზენტაციები საქართველოს 553 სკოლაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება