თბილისში, სატვირთო მანქანის და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 12 დაშავებული მოქალაქე სხვადასხვა სავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო კონკრეტულად, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა: „ინგოროყვას კლინიკაში“, „ნიუ ჰოსპიტალში“, „ამტელ ჰოსპიტალში“ „რეფერალურ საავადმყოფოში“ და „ოპტიმალს მედიში“.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" თბილისის მიკროავტობუსში განუცხადეს, რომ დაშავებული მძღოლის მდგომარება ძალიან მძიმეა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება