გია ვოლსკი - ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაა კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა

ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაა კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხვალ დაგეგმილ შეხვედრას. ჟურნალისტების კითხვაზე, ხვალინდელ შეხვედრაზე მოხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან რაიმე საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„წინა შეხვედრებს ვერანაირად ვერ დავარქმევდი უშედეგოს, ვინაიდან პოზიციები დავაზუსტეთ. მესამე შეხვედრას რაც შეეხება, უფრო მეტი გვექნება სასაუბრო.

ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაა კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა. საზოგადოებას სტაბილურობა სჭირდება და დესტაბილიზაციის ორგანიზატორების უპირატესობა არანაირად არ გამოიკვეთება ამ ვითარებაში, ვინაიდან ჩვენს ოპონენტებსაც უთხრეს პარტნიორებმა. ეს არ არის პარტნიორი ქვეყნების ამოჩემება, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ორივე პოლიტიკური მხარის მიმართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკითხები წყდებოდეს მაგიდასთან და არა ქუჩაში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება