მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია სახელწოდებით "სიკვდილით სავსე ქალაქი" გამართეს

მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია სახელწოდებით "სიკვდილით სავსე ქალაქი" გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებების გაუქმებაა.

როგორც მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ნამდვილად არ ეზეიმებათ. მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის მერიის წინ სიმბოლურად "ამ სისტემის დედაც" დაწერეს.

"ჩვენ აქ მოსვლით კახა კალაძეს გვინდა დავანახოთ, რომ ეს არ არის სიცოცხლით სავსე ქალაქი, ეს არის სიკვდილით სავსე ქალაქი. ეს ყველაფერი იმ სისტემის თარეშმა გამოიწვია, რომელიც რეალურად არის ჩამოყალიბებული. იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ახლა ჩვენი ქვეყანა იმყოფება საზეიმოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია გაუქმდეს. ქვეყანაში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, საზეიმოდ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ნამდვილად არ გვაქვს საქმე", -განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს"აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება