შოტლანდიის პირველი მინისტრი დამოუკიდებლობის კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვას ითხოვს

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა შტურგეონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოს მიანიჭოს უფლებამოსილება გამართოს კიდევ ერთი რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნებისმიერი ნორმალური დემოკრატიული სტანდარტით, შოტლანდიელ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი.

„ჩვენ მოვუწოდებთ გაერთიანებულ სამეფოს მთავრობას, მისცეს უფლებამოსილება შოტლანდიის პარლამენტს მოახდინოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნა“-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა, სადაც შოტლანდიის მოსახლეობამ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირა მხარი. თუმცა, ექსპერტები და მათთან ერთად შოტლანიის პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევენ, რომ 2014 წელს შოტლანდიის მოსახლეობამ არა გაერთიანებულ სამეფოში, არამედ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი, ხოლო „ბრექსითის“ შემდეგ, ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეიცვლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება