მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ორგანიზებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა განიხილეს USAID GGI-ს ექსპერტის მიერ მომზადებული ინტერმუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებისა და მართვისთვის განსახორციელებელი ნაბიჯების გეგმა.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუსაფარ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების სფეროა, რომლის განხორციელება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საქართველოს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს, რომელთა მართვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გზით მოხდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება