გრიგოლ ვაშაძე - არ დავთანხმდებით, რომ საქართველოში კიდევ ბოგინობდნენ ის ფეოდალები, რომელსაც მაჟორიტარებს ეძახიან

არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, რაღაც ისეთი იქნება, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველს გუნდს სურს ამ მოდელით არჩევნებში მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია.

„ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ის, რომ თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება ჩავატაროთ ნორმალური დასავლური სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია. ყველა გვიყურებს სკეპტიკურად დაჩვენი რომელიმე საერთაშორისო პოლიტკური მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ეს უნდა იყოს პროპორციული არჩევნები, კომპრომისულად თანახმა ვართ „გერმანულ მოდელზე“ და მოდიფიცირებულ ე.წ.გერმანულ მოდელზე, რომელსაც ქართული ოპოზიციის კომპრომისული წინადადება დაერქვა. არ დავთანხმდებით, რომ საქართველოში კიდევ ბოგინობდნენ ის ფეოდალები რომელსაც მაჟორიტარებს ეძახიან", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა