ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში „კედარი ვენჩერსის" დირექტორმა ორი სიახლე წარადგინა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდ KEDARIVENTURES.COM-სა და EBG.GE-ს შორის საპარტნიორო შეთანხმების მემორანდუმის გაფორმებამდე, „კედარი ვენჩერსის" დირექტორმა ორი სიახლე წარადგინა.

დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის, KEDARI VENTURES-ს ხელმძღვანელმა, ანი სირბილაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდის წარდგენითი ნაწილის შემდეგ ისაუბრა ორი ინოვაციის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. მისი თქმით, პირველი ვებგვერდ translate.ge-ს ეხება.

„მინდა მოგიყვეთ 2 ახალ სერვისზე. პირველი მათგანი თქვენთვის კარგად ნაცნობ პროექტს - translate.ge-ის ეხება, რომლის დანიშნულებაცაა, დაეხმაროს ადამიანებს ხარისხიანად თარგმნაში და რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ჩვენი პარტნიორი კომპანიაა. ამ დროის განმავლობაში ერთობლივი მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ლექსიკონის გაუმჯობესების, ასევე ახალი სერვისების დანერგვის კუთხით. დღეისათვის კვალიფიციური თარჯიმნებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკვე 100 000-მდე სიტყვა დაამატა საიტზე.

რაც შეეხება სიახლეებს, რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობდით პროფესიონალი თარჯიმნების მეშვეობით ონლაინ თარგმნის მომსახურების სრულყოფაზე და დღეს უკვე შეგვიძლია, მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება და მივცეთ დოკუმენტის ონლაინ რეჟიმში პროფესიონალი თარჯიმნების მეშვეობით თარგმნის საშუალება. თუ აქამდე ეს პროცესი უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, იყო ხანგრძლივი და მომაბეზრებელი, ჩვენი დახმარებით ეს ბარიერები აღარ არსებობს და თარჯიმნის ძიებიდან, კომუნიკაციის დამყარებასა თუ შედეგის მიღებამდე სრულ პროცესს ახალი სერვისის საშუალებით უზრუნველვყოფთ", - აღნიშნა სირბილაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ნოტარიული მომსახურების კომფორტულად და სწრაფად მიღება.

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, translate.ge-ზე შეგვექმნა სერტიფიცირებული თარჯიმნების მიერ ნათარგმნი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმების შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში. უფრო დეტალურად რომ ვთქვა, მომხმარებელი ტვირთავს მისთვის სასურველ დოკუმენტს, პლატფორმა ამისამართებს მას პროფესიონალ სერტიფიცირებულ თარჯიმანთან და თარგმნის პროცესის დასრულების შემდეგ, თარჯიმანი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის თარგმანისა და სისწორის ნოტარიულად დამოწმებას. ამის შემდეგ მომხმარებელი კურიერის მეშვეობით იღებს დოკუმენტს ადგილზე. ამ სერვისის დახმარებით ადამიანებს მნიშვნელოვნად ვუმარტივებთ პროცესებს, მათ აღარ სჭირდებათ ნოტარიუსის ოფისის ძებნა, დაუსრულებელ რიგში დგომა და უამრავი ბიუროკრატიული პროცესის გავლა“, - განაცხადა „კედარი ვენჩერსის" დირექტორმა.

ანი სირბილაძის თქმით, მეორე სიახლე wedder.ge-ს ეხება.

„მეორე სიახლე უკავშირდება ჩვენს ყველაზე ახალგაზრდა პროექტს - wedder.ge, რომელმაც დროის სულ რაღაც 6-თვიან მონაკვეთში საკმაოდ პერსპექტიული პლატფორმის სახე მიიღო", - განაცხადა სირბილაძემ.

დამსწრე საზოგადოებას უფრო ვრცლად პროექტისა და მასზე დანერგილი პროდუქტების შესახებ wedder.ge-ის წარმომადგენელმა, ქრისტინე პახომოვამ გააცნო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილია სიახლეები „KEDARI VENTURES” -ში შემავალი სხვა პროექტების შესახებაც: Ebg.ge, translate.ge, price.ge, wedder.ge, RugbyStore.ge.

ღონისძიებას ესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურებისა და წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია