21 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საერთო კრება გაიმართება

21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ-ში) გაიმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საერთო კრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, წლიურ ანგარიშს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი წარადგენს. იგი ასევე ისაუბრებს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, ადვოკატთა კორპუსის როლზე მართლმსაჯულების სისტემაში და იურიდიული პროფესიის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ასევე გაიმართება ასოციაციის ეთიკის კომისიის ერთი ადვოკატი წევრისა და სარევიზიო კომისიის ერთი წევრის არჩევნები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა