ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს - მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ

„მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ“ - ასე მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობა. ისინი მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში დაინიშნა. მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისში უკვე შემუშავებული იქნება განვითარების გარკვეული სტრატეგია.

მინისტრთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მელიქიძეც ეწვია, რომლებმაც კლინიკა დაათვალიერეს და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა განაგრძეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა