„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს და 1991-1992 წლების მოვლენების გამოძიება მოითხოვეს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" წევრებმა აქცია გამართეს. ისინი 1991-1992 წლების მოვლენების გამოძიებას ითხოვდნენ. აქციას ,,ეროვნული მოძრაობის" აქტივისტები, "ლეიბორისტული პარტიის" წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შეუერთდნენ.

,,ეროვნული მოძრაობის" წევრის, გია ძოწენიძის თქმით, აქციაზე 1991-1992 წლებში მომხდარ მოვლენების გამოძიებას ითხოვენ.

,,ვაპროტესტებთ 1991-1992 წლებში საქართველოში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მოსკოვის მიერ განხორციელებულ სამხედრო ქმედებას, როდესაც აქ განლაგებულმა რუსმა ჯარისკაცებმა ქართული კრიმინალური დაჯგუფებების ხელშეწყობით მოახდინეს გადატრიალება. ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას და ვადარებთ იმ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ანალოგიურად, რუსეთი ცდილობს თავისი ორბიტისკენ გაათრიოს ქვეყანა და ამ ხელისუფლების ჩარევით ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ფსევდო საბჭოთა კავშირი აღადგინონ და საქართველო იმპერიალური საზღვრებით იყოს შემოსაზღვრული“, - განაცხადა ეროვნული მოძრაობის წევრმა გია ძოწენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა