ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რატომ არ აპირებს სასამართლოზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის, რომან ნადირაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ აპირებს.

როგორც ნადირაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარის ინტერესია გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.

"საქმის მასალების ნაწილი გადმოგვეცა, ნაწილი გადმოსაცემია. გუშინ თქვენ ნახეთ, რა დიდი მასალებია, რასაც აზრიანად გავლა და ჩამოყალიბება სჭირდება პოზიციებთან მიმართებაში. ცოტნე გამსახურდიასთან მიმართებაში, გარკვეულ პირთა ჩვენებებში არის აღწერილი გარემოებები მანამდე, სანამ კონფლიქტი მოხდებოდა, სვამდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შემდგომ შემოუერთდა ამ სუფრას. დეტალურად, ღვინის გამო მოხდა კონფლიქტი თუ სხვა რამ, ამაზე არ ვისაუბრებ. თუმცა, კონფლიქტი მოხდა ნასვამ მდგომარეობაში. უდანაშაულობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ, სანამ არ გავეცნობით საქმის მასალებს. ჩემი ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით საუბრისგან თავს შევიკავებ. არ ვაპირებთ გირაოს შუამდგომლობის დაყენებას. ერთ-ერთი მიზეზი საერთოდ გირაოსთან დაკავშირებით არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. ჩვენ ინტერესში შედის, რომ გამოძიება ობიექტური იყოს და რაიმე მიზეზით, თუნდაც, არარსებული მიზეზის გამო, შემდგომში ხელი არ შეეშალოს, ან მოწმეებზე ზეგავლენა, ან ზეწოლა არ მოხდეს, რაიმე ამდაგვარს ადგილი არ ჰქონდეს",- განაცხადა ნადირაძემ.

ადვოკატის განმარტებით, ყავარჯნები, რომელიც შემთხვევის ადგილზეა აღმოჩენილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ტატო ღარიბაშვილს ეკუთვნის.

"ყავარჯნებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ წარვადგენთ ცნობას, ფორმა 100-ს. უდავო მტკიცებულებაა ის, რომ შემთხვევამდე დაახლოებით, 1 თვით ადრე, მას მუხლზე აქვს გაკეთებული ოპერაცია. დღევანდელი მდგომარეობითაც მას გადაადგილება უჭირს",- განაცხადა ნადირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს