ადვოკატი - იმედი მაქვს, რომ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და თორნიკე ქვათაძის მიმართ აღარ მოხდება მომდევნო სხდომების გაგრძელება

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, თორნიკე ქვათაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა არ არსებობდა. როგორც ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვათაძეს ბრალიც კი უკანონოდ აქვს წარდგენილი.

"როგორც მოისმინეთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თორნიკე ქვათაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა სასამართლომ და განმარტა, რომ არ არსებობდა საფუძველი. სწორედ ეს იყო ჩვენი დასაბუთება. მას აქვს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რაც სასამართლომ გაიზიარა. მას ბრალიც კი უკანონოდ აქვს წარდგენილი. იმედი მაქვს, რომ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და აღარ მოხდება მის მიმართ მომდევნო სხდომების გაგრძელება. მოცემულ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ქვათაძის მიმართ სასამართლომ სრულად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო",- განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი- თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა