ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ, პეტრე ყუფარაძის ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ ვაჟა არობელიძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც არობელიძემ აღნიშნა, მისი მოლოდინი იყო, რომ ყუფარაძეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებდნენ და გაათავისუფლებდნენ.

„არავითარ შემთხვევაში მას პატიმრობა არ უნდა შეფარდებოდა. ამაში დარწმუნებულები ვიყავით. როცა განჩინებას ავიღებთ, ვნახავთ, რა იგულისხმა მოსამართლემ და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მგონია, რომ აურზაურიდან და ატეხილი მდგომარეობიდან გამომდინარე რაოდენობრივად შეავსეს. ასე ყველა შეიძლებოდა დაეჭირათ, იქ ვინც იყო, 15-20 კაცი, დაგედოთ თითი და ყველას შეიძლებოდა ეს მუხლი მიყენებოდა. კაცმა, რომელმაც უპატრონა და გადაარჩინა, ამბობენ, უფრო უნდა ეთქვაო. რა უნდა ეთქვა? ამაზე გაამახვილა ყურადღება პროკურატურამ, რომ რადგან ის იქ იყო, უნდა დაენახა ვინ დაარტყა დანა. ამ ბრალდებულს რომ არ ეღიარებინა დანა მე დავარტყიო, დანაშაული გაუხსნელი იყო. შუამდგომლობაში მოვითხოვე, რომ არ შეფარდებოდა არცერთი აღკვეთის ღონისძიების სახე და ალტერნატივად დავაყენე გირაო. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვაჟა არობელიძემ.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს - პეტრე ყუფარაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი- თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ამავე საქმეში გიორგი სოლოღაშვილს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ცოტნე გამსახურიდას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი. დანარჩენებს - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს, 13:00 საათზე, გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა