„შმაქსის“ მძღოლები პატრულის მიერ გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ

„შმაქსის“ მძღოლები ვარკეთილში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქციას მართავენ.

ისინი 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათივე თქმით, 80-მდე „შმაქსის“ მძღოლს ისე დაეკისრათ, რომ ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუ „შმაქსის“ მძღოლობა ჯარიმდებოდა.

როგორც „შმაქსის“ მძღოლები აცხადებენ, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს.

ამასთან, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსს“ იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ.

იხილეთ ვიდეო: "შმაქსის" მძღოლები პატრულის მიერ გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს