დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე - ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე - ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში

ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აუცილებელია აზერბაიჯანთან სტატუს-კვოს დაბრუნებაზე დაიწყოს საუბარი.

„იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობა აღდგენილია. ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს იყო ამ საკითხზე საუბარი. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ და ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ სწორედ სტატუს-კვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები ამას გაიგებენ. ეს საკითხი ჩვენი სტატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ამ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში",- განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს