ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე რჩება

პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

"პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე. უგრძელდება სამკურნალო დაცვითი ნარკოზი, უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით", - განაცხადა კვაჭაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იგეგმება პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმმა აღნიშნა: "ვერ გეტყვით. დაველაპარაკებით ოჯახს და თუ სურვილი იქნა, ყველაფერში დავეხმარებით".

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს