ამერიკიდან მოწვეული ექიმი ცოტნე გამსახურდიაზე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია, - ასე შეაფასა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამერიკიდან მოწვეულმა ექიმმა, ზურაბ გურულმა. მონტგომერის ფედერალური კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ საჭირო არ არის.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ. გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში, თუნდაც ფილტვის ჭრილობის, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა. ის პარამეტრები კლინიკური, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეექმნას თავის ტვინის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შექმნილია და მართვა კარგად მიმდინარეობს", -განაცხადა ზურაბ გურულმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს