ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის რეფორმების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში, სამედიცინო საზოგადოება „ძალიან გამოცოცხლებულია".

„ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გამოცოცხლებულია სამედიცინო საზოგადოება. ძალიან ბევრს ვმსჯელობთ, ვკამათობთ, რაც ვთვლით, რომ იქნება იმის საწინდარი, რომ ჯანდაცვა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად იქნება იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვთ პაციენტებს ჩვენს მიმართ. იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ იმ დაკარგული ნდობის აღდგენას, რომელიც ფიქსირდება, რომ გარკვეული წლების წინ დაიკარგა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია, ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას ჩვენ შევძლებთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე