მამუკა მდინარაძე - უწმინდესს უდიდესი ღვაწლი აქვს ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე და ვალდებული ვართ, ეს ყველაფერი დავაფასოთ

უწმინდესს უდიდესი ღვაწლი აქვს ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე და ვალდებული ვართ, ეს ყველაფერი დავაფასოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მცხეთაში განაცხადა.

მან მიულოცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილე.

„უწმინდესი ჩემთვის ასოცირდება სიკეთესთან და ჩემთვის არის სიკეთის სიმბოლო. გულით და სულით მინდა მივულოცო აღსაყდრების 42 წლის იუბილე, დიდი ხნის სიცოცხლე მინდა ვუსურვო. ამ ადამიანს აქვს უდიდესი ღვაწლი ქართული ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს წინაშე და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი დავაფასოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქი იქადაგებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა