ჯანდაცვის მინისტრი - პანიკის საფუძველი  არ არსებობს - გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში, ჩვენც როგორმე გადავიტანთ

პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია - როგორმე გადავიტანთ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას.

მინისტრი მიიჩნევს, რომ გრიპის ვირუსზე ვაქცინაციის გაკეთება სავალდებულო არ არის.

„რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს გარკვეული დაგვიანება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მიერ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა