ისრაელის არმია აღიარებს, რომ ღაზას სექტორში სახლის დაბომბვა, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა, შეცდომა იყო

ისრაელის არმია აღიარებს, რომ ღაზას სექტორში ერთი ოჯახის 9 წევრის მოკვლა „შეცდომა“ იყო. არმიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზვერვამ, საცხოვრებელში, რომელზეც დატყმა განახორციელდა „მიიჩნია, რომ ისლამური ჯიჰადის სამხედრო შენაერთი იყო“.

მათი თქმით, არმიის შეფასება იყო, რომ დარტყმის დროს მშვიდობიან მოქალაქეებს ზიანი არ მიადგებოდათ.

განცხადების მიხედვით, არმია შეისწავლის თავის „შეცდომებს", რომ შეამციროს „მსგავსი არარეგულარული მოვლენების განმეორება".

არმია „ისლამურ ჯიჰადს“ ადანაშაულებს, რომ ისინი სამხედრო ქონებას განზრახ ათავსებენ სამოქალაქო დასახლებებს შორის.

შეგახსენებთ, ნოემბერში ისრაელსა და პალესტინას შორის სამხედრო მოქმედებების შედეგად 34 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, სავარკების ოჯახის 9 წევრი გარდაიცვალა, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა