თერჯოლაში სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდა

თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრი ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 233 ათასი ლარით დაფინანსდა. შესრულებულ სამუშაოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო.

„ჩვენ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის - ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, მთლიანობაში, 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრისა და 200-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია შევძელით წლევანდელი დაფინანსებით, რაც ამ მიმართულებით, რეგიონებში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა