ოჯახს ცოტნე გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა სურს

ცოტნე გამსახურდიას ოჯახს პაციენტის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა სურს. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

„ჩვენ არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებულები რაიმე შესაძლო გართულებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, განვიხილოთ საკითხი მისი უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, ასევე კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის. ეს არის ჩვენი სურვილი და გეგმა, რომელიც, ალბათ, უახლოეს ორ- სამ დღეში უკვე ცნობილი გახდება. ტრანსპორტირება შესაძლებელია, თუმცა ეს 2-3 დღე სჯობს, რომ არ მოხდეს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

რაც შეეხება მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებას, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის თქმით, ჯერჯერობით გამოძიებას მასში ეჭვის შეტანის საფუძველი ოჯახისთვის არ მიუცია.

„ჯერჯერობით გამოძიებას არ მოუცია ჩვენთვის საფუძველი, რომ მასში ეჭვი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია და მე იმედი მაქვს, რომ ეს გასაკეთებელი გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს ბრალდებულთა რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენც, გამოძიებამაც, მეზობლებმაც, დამსწრეებმაც, ყველამ იცის, რომ იქ ორი და სამი კაცი არ ტრიალებდა,“ - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

"არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებულები შესაძლო გართულებისთვის" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სურს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს