კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კონფლიქტში და რამდენი იარაღი იყო გამოყენებული

ადამიანების ერთ ნაწილს, ალბათ, სწორედ შეუტყობინებლობის გამო მოუწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა და ამასაც აქვს თავისი მოტივაცია. ისინი ფაქტობრივად, არაპირდაპირ ჩართულნი ჩანან კონფლიქტში. პეტრე ყუფარაძე, ალბათ, ყველაზე ნაკლებად, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ძმამ კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.

მისი თქმით, პეტრე ყუფარაძე ფაქტობრივად არ მოშორებია ცოტნე გამსახურდიას, მის ჭრილობაზე ხელი ედო და არ მიუტოვებია. „მას უბრალოდ კანონი არ ესმის“, - ასე უპასუხა კონსტანტინე გამსახურდიამ შეუტყობინებლობის ბრალდებით დაპატიმრებულ პეტრე ყუფარაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთანავე, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კონფლიქტში და რამდენი იარაღი იყო გამოყენებული.

„ალბათ, უნდა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ამის შემდეგ, ალბათ, შესაძლებელი იქნება უფრო მეტის თქმა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ჰქონდა თუ არა ცოტნე გამსახურდიას წარსულში კრიმინალებთან რაიმე სახის შემხებლობა.

„ზოგადად იმ ადგილას, სადაც ის ცხოვრობს, ისეთი ადამიანებიც არიან იქ მცხოვრებელთა შორის, რომლებსაც აქვთ გარკვეული, როგორც ჩანს, კრიმინალური გამოცდილება. ესენი არიან მისი მეზობლები. ყველას კი არ ვგულისხმობ, მაგრამ ასეთებიც ურევია. ზოგადად მე ერთი რამე მინდა გითხრათ და ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, ჩვენს საზოგადოებაში იმდენად აღრეული იყო ყველაფერი, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. ისინი იყვნენ ჩვენს სკოლებში, იყვნენ ჩვენს სამეზობლოში. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა ვართ, სადაც, პრაქტიკულად, ზოგჯერ წახალისებაც კი ხდებოდა ასეთი მენტალობის“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობით, მისი ძმის განმარტებით, მომავალი 10 დღე განსაკუთრებით კრიტიკული იქნება. კონსტანტინე გამსახურდიას ასევე აღნიშნა, რომ გუშინ მიწვეულ კონსილიუმზე, რომელსაც ოჯახის წევრების პარალელურად სპეციალისტებიც დაესწრნენ, ოჯახი მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია პაციენტის გადაყვანა ისეთ კლინიკაში საზღვარგარეთ, სადაც რეაბილიტაციის უფრო მნიშვნელოვანი სერიოზული და დიდი გამოცდილება არსებობს, ვიდრე საქართველოში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს