მამუკა მდინარაძე ე.წ. პოლიტპატიმართა სიაზე - არასერიოზულობის ხარისხზე გაღიმებაც კი შეიძლება

არასერიოზულობის ხარისხზე გაღიმებაც კი შეიძლება. "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება სანქციების დაწესებაა, ქართული საზოგადოების ოცნება კი - ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებისა და ასევე, ე.წ ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელების სიის შედგენას. მდინარაძის თქმით, ასეთ სიებზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან მას ტყუილი უდევს საფუძვლად.

"არასერიოზულობის ხარისხზე გაღიმებაც კი შეიძლება. წინა დღეებში ვნახეთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციამ მიაწოდა 85-87 კაციანი სია, რომელთაგან დიდი ნაწილი პატიმრობაში საერთოდ არ იმყოფებოდა, პოლიტპატიმრებზე საუბარი ხომ ზედმეტია. ნახევარდღიანი ტყუილის გასაღებასაც კი ცდილობდნენ. საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არ შეიძლება, ასეთ სიებზე ვილაპარაკოთ. ცდილობენ, მედიის გავლით საზოგადოებას ახალი დღის წესრიგი შესთავაზონ, რასაც საფუძვლად მხოლოდ ტყუილი უდევს. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციის გაყალბებაც კი სცადეს. ხან სიტყვა დაჟინებით ჩაამატეს, ხან განმტკიცება განმარტეს, როგორც მოწოდება, რომ გამოასწორო. როცა ამერიკას პოზიტიური შეფასება აქვს, ალბათ, საკუთარი ქვეყანა ძალიან არ უნდა გიყვარდეს, რომ ესეც კი სხვანაირად გადათარგმნო. "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება სანქციების დაწესებაა, ქართული საზოგადოების ოცნება კი - ქვეყნის განვითარება. ქვეყანა ტყუილებზე არ ვითარდება და ტყუილი რისი საფუძველიც არის, ეს დღის წესრიგს ვერ შექმნის,"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიას ქმნის. კომისიის მიზანია ამხილოს რეპრესიების ავტორები და შემსრულებლები და გამოავლინოს მსხვერპლი. ოპოზიცია სიის გადაგზავნას საერთაშორისო პარტნიორებისთვის გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა