ამირან გამყრელიძე - მოვუწოდებთ მოსახლეობას და რეკომენდაციებს ვაძლევთ გრიპის კონტროლთან დაკავშირებით - რეკომენდაციები იწყება აცრით

ახლაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ვაძლევთ 5 ძირითად რეკომენდაციას გრიპის კონტროლთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები იწყება აცრით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების საპასუხოდ ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ შედის ე.წ. მანდატორულ ვაქინაციათა ჩამონათვალში არ შედის.

„მინისტრის განცხადების კონტექსტი გახლავთ ის, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ შედის ე.წ. მანდატორულ ვაქინაციათა ჩამონათვალში. ჩვენი ეროვნული კალენდარი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვაქცინების აუცილებელ ჩამონათვალს. მაგალითად, აუცილებელია ტუბერკულოზზე აცრა, დიფტერიაზე, წითელაზე, წითურაზე პოლიომიელიტზე და ა.შ. ამ ტიპის ჩამონათვალში გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ. ეს აცრა ძირითადად სარეკომენდაციოა, სასურველია, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან. გარდა ამისა, ამ განცხადების მეორე კონტექსტი გახლავთ ის, რომ როცა წითელას საწინააღმდეგო აცრას ვუკეთებთ ბავშვებს, მისი დამცველობითი უნარი 95-98%-ს ზემოთ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამცველობითი ეფექტი მერყეობს 70-დან 80%-ს შორის.

რაც შეეხება მოწოდებებს, ახლაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ვაძლევთ 5 ძირითად რეკომენდაციას გრიპის კონტროლთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები იწყება აცრით, ხელების ხშირი დაბანით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებით და ა.შ. რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის - ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები, მოხუცები, ექიმები, წელს დავამატეთ დიაბეტიანი ადამიანები და ბაგა-ბაღების აღმზრდელები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპის სეზონს ქვეყანა წელს გაცილებით უფრო მომზადებული ხვდება და როგორც ვაქცინის, ასევე ტამიფლუს მარაგი უკვე გვაქვს.

„წელს 2,5-ჯერ მეტი რაოდენობის ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ, ვიდრე გასულ წელს. შარშან შემოტანილი იყო 40 ათასი დოზა, წელს - 100 ათასი. 92 ათასი ადამიანია უკვე აცრილი გრიპის საწინააღმდეგოდ მაღალი რისკ-ჯგუფები. შარშან კი იყო საყურადღებო სეზონი, მაგრამ შარშანდელ სეზონთან შედარებით უფრო მძიმე სეზონებიც გვქონია 2009 წელს, 2010 წელსაც. შარშან რაღაც განსაკუთრებული არ იყო. წელს ჯერჯერობით არის ქვეყანაში ზრდის დინამიკა გრიპის ვირუსის ცირკულირების. შარშან დაფიქსირებული იყო H1N1, რაც არის A ტიპის ვირუსი, წელს უფრო მეტად არის B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე A ტიპის ვირუსი, თუნცა არის H1 და H3-იც. ჯერ ძალიან შორს ვართ ე.წ. ეპიდემიოლოგიურ ზღვრამდე. ამ ზღვრის ნახევრამდეც არ ვართ მისული და ველოდებით რომ გარკვეული ზრდა კიდევ გვექნება. თუმცა, ქვეყანა შედარებით უფრო მომზადებულია. ტამიფლუს და სხვა ანტივუირუსული პრეპარატების მარაგი გვაქვს და არ უნდა იყოს მძიმე, ფატალური შემთხვევები”, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, წელს უკვე დაფიქსირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა, შარშან კი 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება არ არის საჭირო. მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე