ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 2020 წელს 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება

2020 წელს 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს ბინებით 803 ოჯახი დაკმაყოფილდა, 2018 წელს კი - 1531 ოჯახი.

კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 2020 წელს 250 ეკომიგრანტიც მიიღებს ბინას. წელს ეკომიგრანტებისთვის 160 სახლის შეძენა მოხერხდა, 2018 წელს კი 112 ეკომიგრანტი დაკმაყოფილდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე